მთავარი გვერდი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეს არის ვიკიმედიის თავისუფალი მრავალენოვანი ენციკლოპედიის პროექტი.

ამჟამად ქართულ ენაზე დამუშავების პროცესშია 25,358 სტატია.

რჩეული სტატია
კერი ბრედშოუ

კერი ბრედშოუ (ინგლ. Carrie Bradshaw) — გამოგონილი გმირი, მთხრობელი ტელეარხ HBO-ს სიტკომ/დრამაში „სექსი დიდ ქალაქში“ (ინგლ. "Sex and the City"), რომელსაც მსახიობი სარა ჯესიკა პარკერი თამაშობს. ბრედშოუ ნახევრად ავტობიოგრაფიული პერსონაჟია, რომელიც რომანში „სექსი დიდ ქალაქში“ მწერალ კენდეს ბაშნელმა შექმნა. რომანს საფუძვლად გაზეთ „ნიუ-იორკ ობზერვერში“ თავად მწერლის მიერ გამოქვეყნებული სვეტები დაედო.

HBO-ს სერიალში, ბრედშოუ გამოგონილი ნიუ-იორკული გაზეთის — „ნიუ-იორკ სტარის“ მესვეტეა. ამას გარდა, უყვარს გართობა და მისდევს მოდას. მოგვიანებით იგი ჟურნალ „ვოგის“ შტატგარეშე ავტორი ხდება. სწორედ მისი ყოველკვირეული სვეტიდან — „სექსი დიდ ქალაქში“ მომდინარეობს სერიალის სათაური, სიუჟეტური ხაზი და თხრობა სერიალის თითოეულ ეპიზოდში. სვეტების ძირითადი თემატიკა კერის და მისი ახლო მეგობრების სექსუალური ხასიათის თავგადასავლებია, ისევე როგორც ზოგადად, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა, პაემანები და თვით ქალაქი ნიუ-იორკი. ამ სვეტის წყალობით, კერი ნიუ-იორკში ცნობილი ადამიანი ხდება, ხოლო ისინი, ვინც მის სვეტს კითხულობენ, მას აკერპებენ. 2005 წელს, ბრავოს „სატელევიზიო პერსონაჟების ასეულში“ კერი ბრედშოუ პოპულარობით ნომერ მე-11 გმირად დასახელდა. (…სრულად)

იცოდით, რომ...
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
კინოთეატრი "აპოლო"
  • ...მსოფლიოში ყველაზე გრძელ გველად მიჩნეულია მწვანე ანაკონდა; მისი მაქსიმალური სიგრძე დაფიქსირებულია 11,43 მ.
მთავარი სიახლეები
ზურაბ ნოღაიდელი
5 დეკემბერი — ამ დღეს...
მოსკოვის მაცხოვრის ტაძრის აფეთქება
თვის პროექტი — დეკემბერი
რჩეული ფოტოსურათი
ჭიამაია

ჭიამაია (Coccinellidae), ხოჭოების ოჯახს ეკუთვნის. აქვს ამობურცული, მომრგვალო ან ოვალური სხეული. ზურგზე ღია ფონზე შავი ლაქები აყრია, იშვიათად — პირუკუ. კაშკაშა გამაფრთხილებელი შეფერილობა მტრისაგან თავდაცვის საშვალებას აძლევს. მისი სხეულის სიგრძე 4-7 მმ აღწევს. იკვებება ბუგრებით, ცრუფარიანებით და სხვა პატარა მწერებით, ზოგი — მცენარეებით. ავსტრალიიდან აფხაზეთში შემოყვანილმა როდოლიამ და კრიპტოლემუსმა შეაფერხეს ციტრუსების საშიში მავნებლების — ღარიანი და ფქვილისებრი ცრუფარიანას გამრავლება.


სურათის ავტორი: ჯონ სულივენი.
სხვა რჩეული ფოტოები...

ვიკიპედიის დობილი პროექტები

Meta-Wiki – კოორდინაცია Commons – მედია Wiktionary – ლექსიკონი Wikibooks – სახელმძღვანელოები Wikisource – წყაროები Wikiquote – ციტატები Wikinews – სიახლეები Wikispecies – ვიკისახეობები Wikiversity – ვიკივერსიტეტი

პირადი ხელსაწყოები